შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

23 აგვისტო 2023, 10:00 538 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები 21-ე დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 29 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 4 მოქალაქე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში