''დემოკრატიის  ინსტიტუტის''  მიმართვა

27 თებერვალი 2017, 00:00 3762 ნახვა

ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია 23 თებერვალს საკრებულოში გამართულ იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას, რომელზეც პეტიციებს განიხილავდნენ. დემოკრატიის ინსტიტუტი ბათუმის საკრებულოს  მიმართავს და მოითხოვს:  საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მათი კოლეგის - დიმიტრი  დარჩიას 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მტკიცებით, მათივე წარმომადგენელს საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ მისი ნება რომ იყოს ქვეყანას დაატოვებინებდა. საჯარო მოხელის გაღიზიანება არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით,  1400 ბათუმელის მიერ წარდგენილ პეტიციას მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის მონაკვეთს ქუჩის სტატუსი მიენიჭოს და ამ ტერიტორიას ეწოდოს - „ევროპის ქუჩა“. საკრებულოს დეპუტატის პოზიცია კი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში