მიმდინარე წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტი შემოწმდება

23 აგვისტო 2023, 11:08 582 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო  იმ ობიექტებს ამოწმებს სადაც პესტიციდები და აგროქიმიკატები იყიდება. 

კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, ასევე რიგ შემთხვევებში არ იყო დაცული  შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში