ბათუმში კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

23 აგვისტო 2023, 14:30 659 ნახვა

ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, 1945-53  წლებში ბათუმის მთავარი არქიტექტორის, კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. სახლი, სადაც ცხოვრობდა მისივე დაპროექტებული იყო.

ჯავახიშვილის გამორჩეული არქიტექტურურლინამუშევრებია ბათუმის საზაფხულო თეატრი, ასევე ხელოვნების მუზეუმი. იგი ბათუმის  ქობულეთის, სამტრედიისა და საქართველოს სხვა ქალაქების გენერალური გეგმის თანაავტორი იყო. 

მემორიალური დაფ  ბათუმის მერმა გახსნა და კახა ჯავახიშვილის დამსახურებაზე ისაუბრა, შეკრებილებს შორის იყვნენ არქიტექტორები, რომლებიც  ჯავახიშვილის გამორჩეულ პროფესიულ ხელწერას უსვამენ ხაზს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში