კონსტიტუციის დღე ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო გადაწყვეტილებას ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად - პრემიერი

24 აგვისტო 2023, 10:30 503 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ეს დღე ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად.

„გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. დღევანდელ დღეს, 1995 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.

საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.

ეს დღე ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში