ფიგურულ ციგურაობაში ახალი სეზონი დღეს დაიწყება

24 აგვისტო 2023, 11:11 855 ნახვა

ფიგურულ ციგურაობაში 2023-2024 წლეების სპორტული სეზონი ოფიციალურად სტარტს იუნიორთა შორის გრან პრის ეტაპებით იღებს. პირველი ეტაპი 24-26 აგვისტოს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება, სადაც 50 ქვეყნის 300- მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

ქართველი მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილი), კონსტანტინე სუპატაშვილი (ერთეული, ბიჭი) და მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი ( სპორტული ცეკვები) მესამე ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6-9 სექტემბერს სტამბოლში ჩატარდება.

იუნიორთა შორის გრან პრი ეტაპების განრიგი ასეთია:

  • 24 - 26 აგვისტო 2023 - ბანგკოკი / ტაილანდი;
  • 30 აგვისტო - 2 სექტემბერი - ლინცი/ ავსტრია;
  • 6 - 9 სექტემბერი 2023 - სტამბოლი/ თურქეთი;
  • 13 - 16 სექტემბერი 2023 - ოსაკა/ იაპონია;
  • 20- 23 სექტემბერი 2023 - ბუდაპეშტი/უნგრეთი;
  • 27-30 სექტემბერი 2023 - გდანსკი /პოლონეთი;
  • 04 - 07 ოქტომბერი 2023 - ერევანი/ სომხეთი.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში