საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა

24 აგვისტო 2023, 14:04 500 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საერთაშორისო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, FIBA-მ ტურნირზე მონაწილე ნაკრებების არაოფიციალური რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები სიაში დაწინაურდა და გათამაშებას მე-18 ადგილზე ხვდება.

ილიას ზუროსის გუნდმა ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით ბოლო ოთხიდან სამი თამაში მოიგო. ჩვენმა გუნდმა იორდანია, მონტენეგრო და ირანი დაამარცხა, ხოლო ავსტრალიასთან მატჩი დათმო.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა საქართველოს აქვს. „ჯვაროსნებმა“ რეიტინგში ხუთი პოზიციით წინ გადაინაცვლეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში