ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

24 აგვისტო 2023, 11:09 505 ნახვა

უკრაინა დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, უკვე მეორედ, ქვეყანა საომარ ვითარებაში ხვდება. სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.

მოძრაობა გადაკეტილია კრეშატიკზე, სადაც ომში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი.

დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ბათუმში მცხოვრები უკრაინელები, დაგეგმილია სხვა და სხვა სახის აქტივობა, ღონისძიების ძირითადი ლოკაციებია ევროპის მოედანი და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში