პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მიერ 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა 11 ათასს 413 სამართალდარღვევა

24 აგვისტო 2023, 12:00 661 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მიერ 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა - 11 ათასს 413 სამართალდარღვევა. მათ შორის:  5 ათასს 439 - პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა,  2ათასს 724 - ტროტუარზე დგომა, ათასს 979 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა,  783 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა,  410 - ველობილიკზე არასწორი პარკირება,  78 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა და 514 - ევაკუირებულია.

პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ავტოპარკი კიდევ ერთი ევაკუატორით განახლდა.

დამატებითი ტექნიკა, ქალაქში მომატებული არასწორი პარკირების პრობლემას უფრო ეფექტურად აღმოფხვრის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში