საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

24 აგვისტო 2023, 14:19 529 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. 

"24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ქვეყნის უზენაესი კანონი საქართველოს პარლამენტმა 28 წლის წინ, სწორედ ამ დღეს მიიღო, თუმცა, კონსტიტუციონალიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში ამით არ დაწყებულა. პირველი კონსტიტუცია უფლებამოსილმა ორგანომ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, მაგრამ საბჭოთა ოკუპაციის გამო მხოლოდ 4 დღეს იმოქმედა და თავისი ფუნქცია, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა.

კანონის უზენაესობა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ჭეშმარიტი დემოკრატია კი მყარდება იქ, სადაც სრულფასოვნად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიასაშუალებები და ჟურნალისტები უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მუშაობენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს", - აღნიშნულია აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში