უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2023, 19:55 781 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. მეგობარ ქვეყანას ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღე ვიდეომიმართვით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. მილოცვის წერილი გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ვკითხულობთ - საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. იყო თუ არა მიწვეული და რატომ არ ჩავიდა ომში მყოფ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  მთავრობა - „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში