მედვედევის მუქარა

24 აგვისტო 2023, 19:56 779 ნახვა

აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები,რომლებსაც რუსეთთან შეერთების სურვილი აქვთ – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა დიმიტრი მედვედევის განცხადებას. რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მუქარაზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან ოპოზიციის წარმომადგენლები. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ "რამდენადაც შესაძლებელი იქნება" ხელისუფლება რუსეთს მშვიდობიანი მეთოდებით უპასუხებს. დიმიტრი მედვედევმა გუშინ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთება ისევ დგას დღის წესრიგში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში