"ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

25 აგვისტო 2023, 01:14 911 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მეორე მატჩში ნიდერლანდების „ეინდჰოვენი“ 5:0 გაანადგურა.

ქართველთა მხრიდან დუბლი“ ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიფორმა, თითო-თითო გოლი კი ირაკლი თოდუამ, რონინიომ და შოთა თოფურიამ გაიტანეს.

ამ დროისთვის „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 26 აგვისტოს სტუმრად გიბრალტარის "ეუროპასთან" გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში