ბელარუსში „ვაგნერის“ ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს 

25 აგვისტო 2023, 11:02 573 ნახვა

ბელარუსში, მოგილიოვის ოლქში, „ვაგნერის“ ბანაკში კარვების მესამედი უკვე დაიშალა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სატელიტური სურათების თანახმად, ბანაკის ფართობი ჯერ კიდევ პრიგოჟინის დაღუპვამდე დიდი ხნით ადრე შემცირდა.

გამოცემის ცნობით, დემონტაჟის პროცესი პირველ აგვისტოს დაიწყო. 28 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ბანაკში 300-მდე კარვიდან დაახლოებით 35 დაიშალა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ჯერ უცნობია, დატოვეს თუ არა დაქირავებულებმა ბანაკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში