სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

25 აგვისტო 2023, 11:08 550 ნახვა

"ნიკორა ტრეიდის" მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი "ჯეო დისტრიბუციის" ქათმის ფილე "გრაკო" გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნიკორა ტრეიდი" ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "ნიკორა ტრეიდი" სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს.

''ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში