რას გულისხმობს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესში ცვლილება?

25 აგვისტო 2023, 17:54 575 ნახვა

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. როგორც უკვე ცნობილია, საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება. ამ დრომდე დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განაწილებული.ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ექვსი სექტემბრიდან მოქალაქეების კუთვნილი თანხები მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში განაწილდება.ის დასაქმებულები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ასაკის შესაბამისად, ავტომატურად განაწილდებიან, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს, საინვესტიციო კატეგორიების შეცვლის უფლება წელიწადში ერთხელ ექნებათ.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ადამიანებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ დროს შეეძლებათ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში