სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის

26 აგვისტო 2023, 11:20 492 ნახვა

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება დევნილებისთვის. 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ.

სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს.

2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში