პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს რუსეთისადმი ერთგულების ფიცის დადება უბრძანა

26 აგვისტო 2023, 14:18 712 ნახვა

სერგეი პრიგოჟინი მკვდარია, რუსეთის პრეზიდენტი კი ვაგნერის მებრძოლებს რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცზე ხელმოწერას სთხოვს.

პუტინმა ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბრძანებულება ავალდებულებს ყველას, ვისაც აქვს სამხედროს სტატუსი ან მხარს უჭერს, ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, დადოს ოფიციალური ფიცი რუსეთისადმი ერთგულების შესახებ.

განკარგულების მიხედვით, ისინი, ვინც ფიცს მიიღებენ, პირობას დებენ, რომ მკაცრად შეასრულებენ მეთაურებისა და უფროსი ლიდერების ბრძანებებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში