საიდუმლო თათბირი 

27 აგვისტო 2023, 11:18 641 ნახვა

ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა. ზალუჟნის გარდა მასში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი სამეთაურო შტაბი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი კრისტოფერ კავოლი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი ტონი რადაკინი. გამოცემის ცნობით,  „დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო,   საბრძოლო ქმედებების გეგმები და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში