საქართველოს ჩემპიონატზე ქვიშის ფრენბურთში ბათუმური წყვილები მეორე ადგილზე გავიდნენ

27 აგვისტო 2023, 23:32 720 ნახვა

საქართველოს 2023 წლის ქვიშის ფრენბურთის ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის დასრულდა. ქალთა შორის ჩემპიონი ევროპის უნივერსიტეტი გახდა მუყასაშვილისა და ჭელიძის დუეტით, მეორე ადგილზე "ბათუმი" გავიდა დიასამიძისა და ლობჟანიძის შემადგენლობით, ხოლო მესამეზე "თბილისი-2" ბერიაშვილი-გაფრინადაშვილის დუეტით.

კაცთა შორის ჩემპიონის ტიტული "სტუ"-მ მოიპოვა ზაქაიძისა და ხეირაბადის შემადგენლობით, მეორეზე "ბათუმი" გავიდა დოლოძისა და აბუსერიძის წყვილით, ხოლო მესამე "სტუ 1"-მა დაასრულდა ასპარეზობა ლობჟანიძისა და ხარატიშვილის დუეტით.

მომდევნო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში "ოქროს ბურთი 2023" 4-8 სექტემბერს ბათუმში გაიმართება

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში