“ცისფერი უბანი” 

28 აგვისტო 2023, 14:08 1205 ნახვა

ძველ ბათუმში,  ე.წ.  ცისფერ უბანში  ბავშვებს ხელოვანმა პაატა მოისწრაფიშვილმა ტრადიციული დღესასწაული ორმოცდამესამედ მოუწყო. ბუშტებითა და დროშებით მორთული ფარნავაზ მეფისა და  გამსახურდიას ქუჩების კვეთა პატარებმა ფერადი ცარცებით მოხატეს.

მსახიობმა ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული და საწერი კალმები დაურიგა, უფროსებს კი მოუწოდა, რომ პატარებზე განსაკუთრებულად იზრუნონ, მისცენ მათ განათლება და ხშირად უთხრან, რომ უყვართ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში