ქართველმა მეზღვაურებმა 10 ადამიანი გადაარჩინეს

28 აგვისტო 2023, 17:04 803 ნახვა

ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით 10 მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინეს - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ, თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მეზღვაურებმა ოკეანეში სამაშველო კიბე ჩაუშვეს და მიგრანტები ისე ამოიყვანეს.

"მიგრანტები მოროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და ცხრა დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში. ქართველი მეზღვაურების დახმარებით, ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში