შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

29 აგვისტო 2023, 09:59 459 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები 27-ე დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. საძიებო არეალი გაფართოებულია და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, ასევე სტიქიის ეპიცენტრს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 31 ადამიანი იმსხვერპლა. მათგან 29, იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად, ექსპერტიზა ტარდება. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 2 მოქალაქე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში