ვითარება შიომღვიმის მონასტერთან

29 აგვისტო 2023, 11:55 483 ნახვა

შიომღვიმის მონასტერთან არ არის გამორიცხული  მცირე მასშტაბის ბუნებრივი პროცესების გაგრძელება.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ტერიტორიის შესწავლას რამდენიმე დღეში დაასრულებენ და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

მძიმე ტექნიკამ კალაპოტის გაწმენდა უკვე დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილში, მშენებარე კელიების ტერიტორიაზე გადაადგილება რამდენიმე დღით სასულიერო პირებისთვისაც შეიზღუდა.

უსაფრთხოების ზომები გეოლოგების რეკომენდაციით გამკაცრდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში