აჭარის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამა

29 აგვისტო 2023, 18:11 829 ნახვა

დასაქმების სააგენტომ ქვეპროგრამის - ,,დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით’’ შედეგები შეაჯამა.  მოეწყო  “FULL STACK დეველოპერის“ პროფესიული სასწავლო კურსის მსმენელთა მიერ შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია.  ქვეპროგრამა ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება/ თვითდასაქმებისათვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასთან ერთად დარგობრივი ინგლისურის ტერმინოლოგიის შესწავლასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული უნარების განვითარებას ითვალისწინებდა.მიმდინარე წელს სწავლების  პროცესში 15 მონაწილე იყო ჩართული. მათი უმრავლესობა უკვე დასაქმებულია. ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში