ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა

29 აგვისტო 2023, 19:11 480 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კახეთის, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მოსახლეობასთან რვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის მანდატისა და როლის თაობაზე, ასევე სერვისების ხელმისაწვდომობისა და სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

რეგიონული შეხვედრები ევროპის საბჭოს პროექტის, „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში