7 ოქრო და ერთი ვერცხლი ქართველ მოსწავლეთა ნაკრები ბრაზილიიდან დაბრუნდა

29 აგვისტო 2023, 20:51 610 ნახვა

7 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი - საქართველოს სპორტსმენ მოსწავლეთა დელეგაცია სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადიდან ამ შედეგით დაბრუნდა. 

ბრაზილიაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველ მოსწავლეთა ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა. გიმნაზიადაში მონაწილეობა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის - გიმნაზიადის ჩემპიონები გახდნენ:

  • მათე ცინაძე - ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა;
  • დავით პაპუკიშვილი - გორის მე-9 საჯარო სკოლა;
  • კობა გოგუაძე - ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა;
  • გიგია ლუქუნიძე - რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა;
  • ლუკა ხაინდრავა - თბილისის 139-ე საჯარო სკოლა;
  • ერეკლე თავბერიძე - ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა;
  • ლუკა მარტიაშვილი - საგარეჯოს მე-3 საჯარო სკოლა;
  • გიმნაზიადის ვიცე ჩემპიონი გახდა დავით შავაძე - წალკის მე-2 საჯარო სკოლა.
სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში