რუსეთის ექვს რეგიონში კიევმა უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო - რუსეთის თავდაცვის უწყება 

30 აგვისტო 2023, 11:56 616 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ექვს რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადა, თუმცა რუსმა სამხედროებმა ეს თავდასხმა მოიგერიეს.

„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 03:30 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის რუზსკის რაიონში ჩამოაგდეს,“ – აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 უკრაინული დრონი ბრიანსკის ოლქში, ერთი კი - ორიოლის ოლქში ჩამოაგდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დრონები ჩამოაგდეს რიაზანისა და კალუგას ოლქებშიც.

როგორც რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, თავდასხმის შედეგად შეფერხდა სამოქალაქო ავიაცია და დაზიანდა რუსული სამხედრო თვითმფრინავები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში