საზონოვი კარიერას იტალიაში გააგრძელებს

30 აგვისტო 2023, 10:15 708 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ "ტორინოში" გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

"ტორინო" 21 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს გადაიხდის. საბა სამედიცინო შემოწმებას ტურინში დღეს გაივლის.

ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძის შემდეგ, საზონოვი იტალიის მთავარ ლიგაში მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში