თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინის გარდაცვალების უკან კრემლი დგას

30 აგვისტო 2023, 10:25 570 ნახვა

თეთრი სახლი თითქმის იზიარებს იმ ვერსიას, რომ კრემლი რუსული კერძო სამხედრო კომპანია  ვაგნერის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის უკან დგას, რომელიც, სავარაუდოდ, გასულ კვირას ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

ვაშინგტონი პრიგოჟინის გარდაცვალების საქმეში უშუალოდ ვლადიმირ პუტინის ჩართულობას არ გამორიცხავს.  „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობის დიდი ისტორია აქვს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, აშშ აკვირდება პრიგოჟინის გარდაცვალების ირგვლივ პროცესების განვითარებას. თეთრმა სახლმა დამაიმედებელი უწოდა აშშ-ს მოქალაქის ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უელანის შესახებ გავრცელებულ კადრებს, რომელიც  რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებითაა დაპატიმრებული.

აშშ წაყენებულ ბრალდებას ყალბს  უწოდებს და  მოსკოვს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში