გაბონში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

30 აგვისტო 2023, 14:15 616 ნახვა

აფრიკის სახელმწიფო გაბონში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პუტჩისტებმა პრეზიდენტ ალი ბონგოს ხელისუფლება დაამხეს,  ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად და გაუქმებულად, ხოლო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა დაშლილად გამოაცხადეს და ქვეყნის საზღვრები ჩაკეტეს.

გაბონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალი ბონგომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 64,27% მიიღო. ბონგოს ოჯახი ნავთობით მდიდარ გაბონს უკვე 56 წელია მართავს.  

გაბონში პირველად ერთდროულად ჩატარდა საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში