უგზო - უკვლოდ დაკარგულთა დღე

30 აგვისტო 2023, 18:03 690 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა გოგი ფაცაციამ, ქალაქ ბათუმში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ბათუმში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, . უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, დედაქალაქთან ერთად, წელს ქალაქ გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც აღინიშნა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში