ლეგენდარული მოკრივე მენი პაკიაო რინგზე ბრუნდება

31 აგვისტო 2023, 10:39 621 ნახვა

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო რინგზე სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება,  ორი წლის შემდეგ, რაც  კარიერა დაასრულა. რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პროფესიული კრივიდან 2021 წლის აგვისტოში წავიდა მას შემდეგ, რაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა იორდენის უგასთან.

44 წლის პაკიაოს სურს 2024 წელს, პარიზის ოლიმპიადაზე კრივის ტურნირში ფილიპინების სახელით გამოსვლა. ფილიპინების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პაკიაოს არ შეუძლია პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრა აზიის თამაშების გავლით, რადგან იქ ყველა მოკრივისთვის 40 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, მაგრამ კრივის ლეგენდას ექნება შესაძლებლობა 2024 წლის ზაფხულის თამაშების საგზური ორ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვოს, რომელიც მომავალ წელს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში