საბა საზონოვმა „ტორინოში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

31 აგვისტო 2023, 11:01 635 ნახვა

იტალიური გამოცემის, „კორიერე ტორინოს“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი იტალიაშია და „ტორინოსთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე ტურინის სპორტული მედიცინის ინსტიტუტში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ფიზიკური ტესტირების დასრულების შემდეგ ქართველი კონტრაქტს მოაწერს ხელს და ახალ გუნდს შეუერთდება.

„21 წლის მცველი „ტორინოს“ ახალი მოთამაშეა. ის მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, რომელიც ამ გარიგებით დაახლოებით სამ მილიონ ევროს მიიღებს. საზონოვი 2002 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში არჩია“, – წერს იტალიური გამოცემა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში