ფლორიდაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

31 აგვისტო 2023, 10:44 699 ნახვა

ფლორიდის  სანაპიროს ქარიშხალმა  იდალიამ გადაუარა, რომელსაც ძლიერი  წყალდიდობა მოჰყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი.  მძღოლმა ავტომობილის კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. საგანგებო სამსახურები, მათ შორის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებია მობილიზებული სტიქიის რეგიონში.

ამინდის ეროვნული სამსახურის ადგილობრივი ოფისის განცხადებით,  იდალია  საათში   175 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა.  

ქარიშხლის გამო ფლორიდაში 280 ათასზე  მეტი სახლი და ბიზნესობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი,160 ათასს აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია ასევე ჯორჯიის შტატშიც, ქვეყანაში კი 900-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში