სამხრეთ აფრიკაში ხანძარმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

31 აგვისტო 2023, 10:50 593 ნახვა

63-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქ იოჰანესბურგის ცენტრალურ ბიზნეს უბანში ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, ხანძარი ხუთსართულიან შენობაში გაჩნდა, რომელიც მიტოვებული იყო, თუმცა იქ ადამიანები  ცხოვრობდნენ. ჯერჯერობით უცნობია,  რამ გამოიწვია ხანძარი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში