პირველკურსელებო, გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდა, განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების აუცილებელი პირობაა - პრემიერი

01 სექტემბერი 2023, 10:24 588 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განვითარებაში.

„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. მჯერა, ცოდნის დაუფლების, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის პროცესს საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარმართავთ.

განათლებული ახალგაზრდობა – ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში