ბორელი - ევროკავშირი უნდა ემზადებოდეს გაფართოებისთვის

01 სექტემბერი 2023, 10:44 589 ნახვა

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას გამოხატავს ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნობრივი თარიღის დადგენაზე.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბორელმა ესპანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა არ დააკონკრეტა, ევროკავშირის რომელ ახალ ათ წევრს გულისხმობდა და მიუთითა, რომ ევროკავშირის გაფართოების „დროებით მიზანს“ შეუძლია,  კანდიდატი ქვეყნების ენერგიის მობილიზება“.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში