რომაული ფესტივალი 2023

02 სექტემბერი 2023, 14:58 649 ნახვა

რომაული ფესტივალი გონიოს ციხეზე. ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლებული იქნება I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება. ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება და საკმაოდ დატვირთული იქნება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს რომაული საბრძოლო შეიარაღება, ბარბაროსების სამხედრო ბანაკი და გაცოცხლებული ანტიკური ფრესკები დახვდებათ.

გაიმართება რომაული ცეკვები, გლადიატორთა ორთაბრძოლა, ასევე ჩატარდება ქორეოგრაფიული სპექტაკლი: „ლეგენდა არგონავტებზე".

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში