საქართველო-თურქეთის საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნტქი განახლდა

03 სექტემბერი 2023, 12:03 637 ნახვა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ,,ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა.

ქართული დელეგაციის წევრებმა თურქ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი “ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას.

თურქეთის მხრიდან განახლუბული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში