საპენსიო რეფორმის განხილვა

03 სექტემბერი 2023, 12:04 635 ნახვა

ჯანდაცვის კომიტეტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის განხილვას ხვალიდან განაახლებს. პროექტის მიხედვით, დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი დარჩება.

კანონპროექტი საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიხედვით, დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან მოდელში დარჩებიან.

საკომიტეტო განხილვებში ჩაერთვება ოპოზიციაც, თუმცა მათი ნაწილი სესიაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ნაწილი კი გუნდში კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ექნება თუ არა მათი მხარდაჭერა კანონში შესატან ცვლილებებს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები საპენსიო ფონდის წარმომადგენელს მოუსმენენ. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ფონდს დიდი დრო ჰქონდა საზოგადოების ინფორმირებისთვის.

დღეს არსებული დაგროვებითი პენსიის სისტემა კი იარსებებს იმ დრომდე, ვიდრე მოქალაქეები სამ პორტფელთან დაკავშირებით, ამომწურავ ინფორმაციას არ მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში