სეტყვა კახეთში 

03 სექტემბერი 2023, 12:04 947 ნახვა

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დროის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია 4 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია. სტიქიამ სოფელ არგოხში, ფიჩხოვანსა და მაღრაანში სრულად გაანადგურა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ უამინდობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, მათ მოსავალი ერთ კვირაში უნდა მიეღოთ. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.გარდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ქარმა სახლები დააზიანა. გადახდილია სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში გადაუხადოს 90 თეთრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში