რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს

03 სექტემბერი 2023, 14:08 615 ნახვა

ივნისის ბოლოდან რუსეთი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად დაქირავების მიზნით რეკლამებით მიმართავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთსა და ყაზახეთში გამოჩნდა ონლაინ რეკლამები, რომლებიც სთავაზობდნენ საწყის ეტაპზე  5100-ი დოლარის გადახდას და ხელფასს 2 000  დოლარს.

უწყების შეფასებით, რუსეთს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, სურს თავიდან აიცილოს არაპოპულარული შიდა მობილიზაციის ზომები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში