თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

04 სექტემბერი 2023, 10:26 631 ნახვა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, მეორე ავარიის შედეგად კი, როდესაც მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა, 4 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში