უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ეყოლება

04 სექტემბერი 2023, 11:03 560 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის  თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე კვირაში იგი პარლამენტს რეზნიკოვის  უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელით რუსტემ უმეროვით ჩანაცვლების წინადადებით მიმართავს. 

უკრაინის პრეზიდენტის მიერ  საღამოს ვიდეო მიმართვაში გაკეთებული ეს განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის  შემდეგ  ქვეყნის თავდაცვის  სტრუქტურაში ყველაზე დიდ რყევაზე  მეტყველებს. რეზნიკოვი, რომელიც თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა, უკრაინას დასავლეთისგან მილიარდობით დოლარის  სამხედრო დახმარების მიღებაში დაეხმარა.   

რეზნიკოვი მის უწყებასთან დაკავშირებულ კორუფციულ  ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში