სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება იწყება

04 სექტემბერი 2023, 11:05 514 ნახვა

კახეთში, დაზიანებული ყურძნის მიღების პროცესს   ორგანიზებას რთველის საკოორდინაციო შტაბი გაუწევს. ვენახები დაისეტყვა ახმეტის, თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

დილიდან მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.   

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

ამასთან დაითვლიან  სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობასაც, რის შემდეგაც გადაწყდება, რა მიმართულებით დაეხმარებიან მოსახლეობას.   

ძლიერმა ქარმა 150-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა დაზიანებულია, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი მილები და ავტომანქანები; დაიხოცა შინაური ფრინველი. მოგლეჯილია ხეები.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში