ქობულეთის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ქალის ცემას ედავებიან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

04 სექტემბერი 2023, 14:04 773 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ლეღვას გამგებელს ქალზე ძალადობას ედავებიან. ჩვენი ინფორმაციით, იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ინციდენტი სოფელში მოხდა, არსებული ინფორმაციით, ჯაბა სტამბოლიშვილმა მაღაზიის მეპატრონე ქალს სცემა, რომელმაც პატრული გამოიძახა.

ირკვევა რომ ინციდენტის დროს საჯარო მოხელე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ქალზე ძალადობას, სოფლის ცენტრში მყოფები შეესწრნენ, ისინი ჩხუბში მონაწილე მხარეებს აშველებდნენ.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ სოფლის გამგებლმა თანამდებობა უკვე დატოვა. ჯაბა სტამბოლიშვილი, ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში 2015 წლიდან მუშაობდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში