საზოგადოება ალეკო აბაშიძეს ემშვიდობება

04 სექტემბერი 2023, 19:35 2950 ნახვა

ადამიანი,რომელიც ყველას უკეთესს ეტყოდა - ბათუმი ალეკო აბაშიძეს ემშვიდობება. 31 წლის განმავლობაში ის თავდაუზოგავად ემსახურებოდა საქმეს, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორია შექმნა.ალეკო აბაშიძე იყო ჩვენი არხის გამორჩეული ოპერატორი, ბოლო პერიოდში კი ტელევიზიის საავტორო შემოქმედებითი გადაცემების მთავარი ოპერატორი. ალეკო აბაშიძემ საუკეთესო სახე შექმნა ზაზა ხალვაშის ფილმში “ნამე”.  არაპროფესინალი მსახიობის, ბრძენი მამის სახე, სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში