აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მიზნით

05 სექტემბერი 2023, 09:53 507 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მიზნით.

შესაბამისი განცხადება უწყების წარმომადგენელმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და თურქეთთან, ორივე მათგანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ფუნქციონალური ყოფილიყო“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში