დღეიდან ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

05 სექტემბერი 2023, 10:29 794 ნახვა

დღეიდან საუდის არაბეთში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.

საქართველოს ნაკრები  პლანეტის პირველობაზე 11 ძალოსნით იასპარეზებს.

დღეს პირველი ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილი გამოვა, რომელიც 55 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობს. შეჯიბრება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების განრიგი ასეთია:

  • 5 სექტემბერი 20:00 სთ - რამინ შამილიშვილი (55 კგ.) 
  • 6 სექტემბერი 12:30 სთ. - გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.)
  • 6 სექტემბერი 17:30 სთ. - შოთა მიშველიძე (61 კგ.) 
  • 7 სექტემბერი 20:00 სთ. - გოგა ჩხეიძე (67 კგ.) 
  • 11 სექტემბერი 15:00 სთ. - რევაზ დავითაძე (89 კგ.)
  • 14 სექტემბერი 12:30 სთ. - ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) 
  • 16 სექტემბერი 10:30 სთ. -  ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.)
  • 16 სექტემბერი 20:00 სთ - ზაზა ლომთაძე / გიორგი ჩხეიძე (109 კგ.) 
  • 17 სექტემბერი 15:00 სთ. - ბაქარ თურმანიძე (+109 კგ.) 
  • 17 სექტემბერი 17:30 სთ. - ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) 

შეგახსნებთ,რომ საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა, რომლებიც ლაშა ტალახაძის (ოქრო) და გიორგი ჩხეიძის (ვერცხლი) აქტივშია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში